contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ანრი ოხანაშვილი

იოსებ 11 დეკემბერი 2019

ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონკრეტული ნორმის განმარტებას.

ბატონო ანრი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას“.

ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა შემთხვევაშია უფლებამოსილი პირი, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად სცნოს ესა თუ ის პირი?
მაგალითისთვის, როდესაც საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ მრიცხევლის დაზიანების შესახებ, მაგრამ არ არსებობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ასეთი დაზიანების პირობებში ხდებოდა თუ არა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესების გარეშე მოხმარება და ასევე საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, თუ კონკრეტულად ვის მიერ მოხდა მრიცხველის დაზიანება, გვაქვს თუ არა სახეზე ასკ-ის 96 პრიმა მუხლის შემადგენლობა? აღნიშნული ნორმის გავრცელებისთვის აუცილებელია თუ არა საქმეში არსებობდეს შესაბამისი დასკვნა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესების გარეშე მოხმარების თაობაზე?

ანრი ოხანაშვილი ჯერჯერობით პასუხგაუცემელია

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით