contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: აკაკი ზოიძე

zurab izora 09 ივნისი 2018

gamarjobat batono akaki, ukacravad rodis iwyeba batono akaki parlametshi narko politikis kanonze ganxilva?ramdejer unda gadaidos ki magram rodemde?kidev unda gamovidnen xalxi quchashi rom dachqarebulat miigoot,7 ivnishi xo unda shesuliyo ara?ratom ver taxmdebit ratom?icit batono akaki ramde adamiani elodeba am kanons gamosvlas?tkven verc ki warmoidgent ramdeni.amdeni tyuili vis gaugia vis, xan ra moidiet mizezi xan ra,ministrta kabineti izaxis rom unda sheicvaloso prezidenti c tkveni parlamnetic da ra ra gishlit xelx raa/.ikneb gagvcet batono akaki gtxov zusti pasuxi rodis ikneba rodiis?

ბატონო ზურაბ, ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის ძალიან ბევრი განხილვა გაიმართა სხვადასხვა ფორმატში ამ პაკეტის ინიცირების დღიდან. ჩატარდა რეგულირების ზემოქმედების შეფასება, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, კონფერენციები საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. ყოველივე ამის შედეგად მოხერხდა პოზიციების დაახლოება რეფორმის ძირითად პრინციპებთან მიმართებაში: 1. პრევენცია, განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იქცეს ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედად; 2. გაგრძელდეს და გამკაცრდეს ბრძოლა ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან და ნარკოგამსაღებლებთან; 3 ჰუმანური დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ. ნარკომომხარებელი არ უნდა იჯდეს ციხეში, არამედ ხელი მიუწვდებოდეს ნარკოდამოკიდებულიბეს მკურნალობაზე და რეაბილიტაციაზე.
მაგრამ ჯერ კიდევ შესათანხმებელია თუ სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის (ანუ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ოდენობების საკითხი) და რა ფორმით და ეტაპებით უნდა მოხდეს საპატიმრო სასჯელის გაუქმება მხოლოდ მოხმარებისათვის.

4 ივნისს დავიწყეთ იურიდიულ კომიტეტზე დასკვნითი განხილვა, რომელიც ორ კვირაში უნდა დასრულდეს და გავიდეს პლენარულ სესიაზე, სადაც იგეგმება ივლისამდე სამივე მოსმენით მიღება.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით