contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

შოთა 18 მაისი 2018

გამარჯობათ ქალბატონო ეკა,მაინტერესებს ხომ არ იქნება უკეთესი რომ ცილისწამება გახდეს სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება?(მსუბუქი სასჯელით-1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით),რამეთუ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები და მედია საშუალება,რომლებიც პირდაპირ,ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ცილისწამებლურ განცხადებებს აჟღერებენ ეთერიდან(უკვე აშკარად როცა ჩანს რომ გაჟღერებული ინფორმაცია ტყუილია),ამ გაჟღერებულ ინფორმაციას კი სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი იჯერებს და ამ გზით ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება ნეგატიური ფონი,რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კულტურასა და გარემოზე.ან არ ასრებობს კანონმდებლობა,რომელიც ავალდებულებს მედია საშუალებებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას?ზოგადად ჟურნალისტური ეთიკა ხომ ითვალისწინებს რომ ამ პროფილით მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ ობიექტურები,მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ გარემოში,ბევრი ჟურნალისტია,რომლებიც პოლიტიზირებულნი არიან და სიცრუის გავრცელების გარდა არაფერს აკეთებენ.ჩემი აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია,რაზეც უფრო სერიოზულად ღირს დაფიქრება.არაერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ცილისწამება სისხლისსამართლებრივად დასჯადია(გერმანიაში,ნიდერლანდებში,პორტუგალიაში)

ეკა ბესელია ჯერჯერობით პასუხგაუცემელია

question mark icon ბოლო კითხვები

გიორგი ვოლსკი
კითხვა: Batono gia tu aris parlamenthi kanon proeqti 22saatis hemdeggamis saatebis gaormagebuli anazgaurebis hesaxeb
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: დავამთავრე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში, ძველი პროგრამიტ 5 წლიანი,მაგრამ სამედიცინომ 4 წელი-26 მოდული ჩამითვალა, სამაღთლიანობა მოითხოვს რომ ყველა ჩამითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგე
მარიამ ჯაში
კითხვა: დავამთავრე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში, ძველი პროგრამიტ 5 წლიანი,მაგრამ სამედიცინომ 4 წელი-26 მოდული ჩამითვალა, სამაღთლიანობა მოითხოვს რომ ყველა ჩამითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგე
ზაზა გაბუნია
კითხვა: გამარჯობათ, დედაენის სახელმძღვანელოებით მეცადინეობას როდის დაიწყებენ მოსწავლეები ??

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით