contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

არჩილ მშვენიერაძე 30 ნოემბერი 2014

გამარჯობათ.ქალბატონ ეკა ბესელიასთან მაქვს ფრიად მნიშვნელოვანი კითხვა,ასეც შეიძება დავარქვათ აღნიშნულ პრობლემას. ქალბატონო ეკა, მე ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე4 კურსის სტუდენტი.ჩავაბარე 2011 წელს. აღნიშნულ წელს განათლების მინისტრის ბრძაების  საფუძველზე ჩემს ფაკულტეტს მოეხსნა ყოველგვარი დაფინანსება გარდა 100% იანისა, მე ჩემი ქულებით,რომელიც ეროვნულ გამოცდის ჩაბარების შედეგად მივიღე , ვიღებდი მინიმუმ 70% იან დაფინანსებას.ეს არამარტო ჩემი პრობლემაა, არამედ ჩემი თაობის სტუდენტების, რომლებმაც 2011 წელს ჩააბარეს.მე , რომელსაც მინდა რომ ვიცხოვრო სამართლიან საქართველოში,მინდა დავიცვა კანონი,უსამართლობის შეგრძნება მაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და თქვენ, როგორც უფლებათა დამცველს მოგმართავთ თხოვნით. განიხილოთ აღნიშნული საკითხი, რადგან ფაქტიურად შეილახა მხოლოდ 2011 წელს ჩაბარებულთა უფლებები.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყურად იღებთ ჩემს თხოვნას. პატივისცემით თვენი საქმის თაყვანისმცემელი.

„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის N379 და „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის N467 დადგენილებებით განისაზღვრა, რომ აღნიშნულ სასწავლო წლებში რიგი მიმართულებები ან დარგები/სპეციალობები სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებოდა მხოლოდ სრული ოდენობით (100 პროცენტი).ზოგადად,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები და ოდენობა, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ზღვარი. შესაბამისად,  ზემოთ მითითებული დადგენილებები არ მოდის  პირდაპირ წინააღმდეგობაში კანონთან და გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის დისკრეციიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მითითებულ პერიოდში ჩააბარეს ცალკეულ ფაკულტეტებზე, აღმოჩნდნენ არასასურველ მდგომარეობაში. სხვა საქმეა, რამდენად კეთილგონივრული იყო ეს გადაწყვეტილება და არსებობდა თუ არა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რამდენად ინფორმირებული იყავით თქვენ წინასწარ აღნიშნულთან დაკავშირებით და რამდენად გქონდათ წინასწარი და  ობიექტური ინფორმაცია დაფინანსების შესალებლობების შესახებ და   ფაკულტეტის შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი არის აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ არ იყავით სათანადოდ ინფორმირებული წინასწარ  სწავლის გაგარძელებასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას, რის გამოც ვერ მიიღეთ სათანადო გადაწყვეტილება,გამოგვიგზავნეთ თქვენი განცხადება დასათანადო მასალები და ჩვენ მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკითხის გამოსარკვევად. დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. 

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით