contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნინო ბერიძე 12 აგვისტო 2015

ქალბატონო ეკა, მამაჩემი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩვენ შსს-ს არქივიდან გამოვითხოვეთ ყველა საბუთი და განცხადებასთან ერთად ჩავაბარეთ 22 ივლისს შსს-ს ადმინისტრაციას, დღემდე გვპასუხობენ რომ კომისიამ უნდა განიხილოს, ჯანდაცვა შსს თან გვამისამართებს შსს დროს ვერ გვეუბნება კომპენსაციის დანიშვნის რიცხვთან დაკავშირებით. 

თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. როგორც თქვენი წერილიდან ირკვევა, ორივე უწყებისთვის უკვე მიგიმართავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის შესაძლო დახმარების გაწევა შესაძლებელია, თუ წერილით მომართავთ კომიტეტს, რომელსაც სათანადო შუამდგომლობით გავუგზავნით შესაბამის უწყებას და  კანონით დადგენილ ვადაში მოვითხოვთ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით