contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნინო ლეგაშვილი 05 დეკემბერი 2014

ქალბატონო ეკა შეიძლება ეს თქვენ არ გეხებათ , მაგრამ თქვენ გეკითხებით გეხვეწებით მითხარით თუ შეიცვლება უახლოეს ხანში ქუთაისის სავალდებულო ჯარის წესდება თხოვეთ ბატონ მინდიას გააუქმოს ყაზარმული თორე ციხესავითაა ჯარი სახლში შაბათ-კვირას მაინც გამოუშვან მთელი ჯარის სახელით გთხოვთ ცოლშვილიანები ოჯახებში შვილებთანაც ვერ მიდიან ეს საშინელებაა გემუდარებით ქალბატონო ეკა მიპასუხეთ გთხოვთ.

მოგესალმებით,\r\nთქვენს მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.  ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროს და დასვენების უფლებას. ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა  არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.\r\n\r\nზემოაღნიშნული საკითხი რეგულირდება ასევე  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისთვის არანორმირებულ სამუშაო დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.\r\nამასთან, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას.(რომელიც ასევე წყვეტს საკითხის იმის შესახებ სამხედრო მოსამსახურემ სამსახური გაიაროს ყაზარმულ თუ მორიგეობითრეჟიმში).დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით