contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნონა გოცირიძე 04 აგვისტო 2015

მოგესალმებით ქალბატონო ეკა!        კანონში    (260 მე 2 ნაწილი)ცვლილება როგორ შეეხებატ პატიმრებს როგორც ამინისტია თუ  ინდივიდუალურად განიხილება თვითოეულის საქმე?და როდიდან?პატივისცემით დიდი მადლობა ,

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას,  ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.\r\n\r\nაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალი რედაქცია ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომლებმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინეს აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ასევე იმ პირებზე, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს ცვლილების განხორციელებამდე იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებებით შემსუბუქდა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.\r\n\r\nაქვე განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, განაჩენი გადაისინჯება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რისთვისაც შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართოთ სააპელაციო სასამართლოს.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით