contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

მაია ჯახაია 25 ივლისი 2015

ქალბატონო ეკა ვარ 2004წელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის მეუღლე,ჩვენ მაშინ მივიღეთ კომპენსაცია 5000ლარი,მაინტერესებს მივიგებთ თუ არა 100000ლარიან კომპენსაციას.დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ ზუსტი პასუხი ვერავინ გამცა იმედია თქვენ მიპასუხებთ.უღრმესი მადლობა წინასწარ. 

მოგესალმებით, თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად: ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2015 წლის 10 ივლისს, შესაბამისად ამ ცვლილებით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება (100000 ლარის ოდენობით) გაიცემა მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებზე.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით