contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: გიორგი ვოლსკი

ანანო მიგრიაული 24 ივნისი 2015

გუშინ არცერთ მარშუტკაში  კონდიციონერი არ მუშაობდა,იძახიან გაფუჭებულია. ბავშვები ამომეხრჩო ლამის და ტიროდნენ. ეს მძღოლები, თავისას ჩივიან, გადასახადი გაგვიძვირესო და ვეღარ ავუდივართო გადახდას. თქვენ ამბობთ შევამცირეთო... რა გავიგო?რომელს დავუჯერო,მართლა ასე "ახრჩობთ" ამ მძღოლებს? სირცხვილია,მერიას კი ეკუთვნის ეს პრობლემა მარა თქვენ რას ითყოდით ამის შესახებ...

მიკროავტობუსებში კონდიცირებასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე ინფორმაცია მივიღეთ მერიის ხელმძღვანელობისაგან. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.02.1434  დადგენილებით  გამოცხადდა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი. საკონკურსო პირობებში პრიორიტეტი ენიჭებოდა სალონში კონდიცირების სისტემის არსებობას, თუმცა პირობებში არ იყო მითითებული კონდიცირების სისტემის გამოყენების ვალდებულება.  ნებართვა გაცემულია 20 წლის ვადით.   ნებართვის   გადახედვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს   საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და კომპანიებს შორის შედგა კომუნიკაცია და კომპანიებმა  მისცეს პირობა, რომ მიკრო ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნებოდა კონდიცირება. მერიის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ კომპანიები და თავის მხრივ, ქ.თბილისის მერიის სამსახური, აწარმოებენ მონიტორინგს. კომპანიის მიერ დაწესებულია სანქციები კონდიცირების სისტემის გამოუყენებლობისათვის. არსებოს კომპანიის ცხელი ხაზი, სადაც უნდა მოხდეს დარღვევის დაფიქსირება:T 2 200341

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით