contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

qetwvani 10 აპრილი 2017

ქალბატონო ეკა მაინტერესებს სამი შვილის დედას თუ მომეცემა მრავალშვილიანობის დახმარება იმ შემთხვევაში როდესაც მე ვარ უმუშევარი დიასახლისი და მეუღლე მუშაობს შინაგან საქმეთა სამსახურში

მოგესალმებით, თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულია პირთა(ბენეფიციართა) წრე, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ენიჭებათ ფულადი დახმარების მიღების უფლება. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის  ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი. \r\n\r\n ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში  ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო არამაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით. \r\n\r\n ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სოც. მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში წარდგენის თვის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან 2 წლის ასაკამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, სოციალური დახმარების სახით, საბანკო დაწესებულების საშუალებით.\r\n\r\n\tგარდა ამისა, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვით), 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებულია ყოველთვიური მატერიალური დახმარება 25 ლარის ოდენობით.  (თანხა დაერიცხება მერიის მიერ შერჩეულ ბანკში უფლებამოსილი პირის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშზე).ამასთან, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქ. თბილისის 2014 ბიუჯეტით გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 600 ლარის ოდენობით. ყოველ შემდეგ ახალშობილზე თანხა გაიზრდება 200 ლარის ოდენობით.განცხადების საფუძველზე თანხა დაერიცხება იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ბავშვის დაბადების თვეს ფიქსირდება  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამის თვეში მოწოდებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში.თუ თქვენი ოჯახი აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, გაქვთ უფლება ისარგებლოდ ზემოაღნიშნული შეღავათებით.

question mark icon ბოლო კითხვები

აკაკი ზოიძე
კითხვა: gamarjobat batono akaki, ukacravad rodis iwyeba batono akaki parlametshi narko politikis kanonze ganxilva?ramdejer unda gadaidos ki magram rodemde?kidev unda gamovidnen xalxi quchashi rom dachqar
რომან გოცირიძე
კითხვა: რატომ აქვს სესხის ხელშეკრულებას ხანდაზმულობა და რატომ არ მოქმედებს ვალის დაფარვამდე ვალდებულია თუ არა პარლამენტი,რომ გამოოასწოროს ეს საკანონმდებლო ლაფსუსი
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობა, ქალბატონო ეკა ესეთი რამ მომივიდა 6 თვი წინ გამომიძახეს სავალდებულო ჯარში იმ ფაქტის მიუხედავად რომ 2 ჯერ ვარ ნასამართლევი მძიმე მუხლით მაგრამ კომისარმა ეგ არაფერიაო 6 თვე რომ ვიმსახურე სა
გოჩა ენუქიძე
კითხვა: ბატონო გოჩა გაწუხებთ ლენტეხის რაიონის ხელედის თემი მოსახლეობა.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით