contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ირაკლი სესიაშვილი

ბაგრატი ჩაჩუა 12 თებერვალი 2014

გამარჯობათ, ბატონო ირაკლი შეკითხვა მაქვს პენსიასთან დაკავშირებით, თქვენ ბრძანეთ რომ იუსტიციის თანამშრომბლების პენსიის გადახედვა მოხდებოდა.როდიდან მოგვემატება პენსია?ვარ იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი,სასჯელაღსრულების სისტემაში ვიმუშავე 33 წელი,პენსიაზე გამიშვეს 2005 წელს,ვიღებ 68ლარს.მომემატება პენსია?მადლობა წინასწარ.

მოგესალმებით,თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების პრინციპი, 2015 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდემის მქონე პირებზე, რომლებსაც ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი აქვთ. თქვენთვის, როგორც ვიცე-პოლკოვნიკისათვის 2015 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სხელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშდება მოხდება შემდეგი პრინციპით:„ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების  ნამრავლი 10 ლარზე;"

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით