contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

მაია ჯ. 10 აპრილი 2017

გამარჯობათ ქალბატონო ეკა,   ჩემი მეუღლე მუშაობდა სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის მეცხრე დაწესებულებაში ე. წ. მატროსოვის ციხეში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2013 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.ჩემ მეუღლეს ჰქონდა 20 წლის მუშაობის სტაჟი და იყო ნამდვილად გამორჩეული   თანამშრომელი თავისი პროფესიონალიზმით და ჰუმანურობით. მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი , ამჟამად ვიღებ მარჩენალ დაკარგულის  პენსიას 100 ლარის ოდენობით ბავშვზე. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში  მითხრეს  არასრულწლოვანი ბავშვებისთვის პენსიის რაოდენობა შედგენს 75 ლარს და  რა თქმა უნდა მე  ვარჩიე ისევ მარჩენალ დაკარგულის პენსიის აღება. თქვენც კარგად მოგეხსენებათ რა რთული სამუშაო აქვთ  სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს  და ვფიქრობ, რომ   სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს გარდაცვლილი თანამშრომლის არასრულწლოვან შვილებს დაენიშნოთ  შედარებით მეტი პენსია, ვიდრე  75 ლარი. ქალბატონო ეკა, უმორჩილესად  გთხოვთ   იქნებ ეს საკითხიც განიხილოთ.

მოგესალმებით, თქვენი წერილის პასუხად, რომლითაც უკმაყოფილებას გამოხატავთ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-4 მუხლის მიხედვით,სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის შვილებისთვის (18 წლის ასაკის მიღწევამდე) დანიშნული საკომპენსაციო თანხის ოდენობის სიმცირის გამო, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს საპენსიო რეფორმის კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პენსიებთან, საკომპენსაციო გასაცემელთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

question mark icon ბოლო კითხვები

აკაკი ზოიძე
კითხვა: gamarjobat batono akaki, ukacravad rodis iwyeba batono akaki parlametshi narko politikis kanonze ganxilva?ramdejer unda gadaidos ki magram rodemde?kidev unda gamovidnen xalxi quchashi rom dachqar
რომან გოცირიძე
კითხვა: რატომ აქვს სესხის ხელშეკრულებას ხანდაზმულობა და რატომ არ მოქმედებს ვალის დაფარვამდე ვალდებულია თუ არა პარლამენტი,რომ გამოოასწოროს ეს საკანონმდებლო ლაფსუსი
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობა, ქალბატონო ეკა ესეთი რამ მომივიდა 6 თვი წინ გამომიძახეს სავალდებულო ჯარში იმ ფაქტის მიუხედავად რომ 2 ჯერ ვარ ნასამართლევი მძიმე მუხლით მაგრამ კომისარმა ეგ არაფერიაო 6 თვე რომ ვიმსახურე სა
გოჩა ენუქიძე
კითხვა: ბატონო გოჩა გაწუხებთ ლენტეხის რაიონის ხელედის თემი მოსახლეობა.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით