contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

თორნიკე რაზმაძე 12 იანვარი 2015

გამარჯობათ ქალბატონო ეკა ერთი კითხვა მაქვს 8 წლის წინ დამაკავეს ნარკოტიკული ნივთიერების კერძოდ მარიხუანის შეძენა შენახვისთვის მცირე რაოდენობით გირაოს სახით გამანთავისუფლეს და მომისაჯეს პირობითი სასჯელი 3 წლის ვადით რომელიც მოვიხადე დარღვევების გარეშე ვღებულობდი საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას. შემდეგ გამიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში რომელიც დავამთავრე და შემდეგ გადავწყვიტე საკონტრაქტო სამახურში წასვლა ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მიუხედავათ იმისა რო მიმაქვს ოფიციალური საბუთი სადაც წერია რომ არ ვარ ნასამართლევი და ძებნაში არ ვიმყოფები ( ნასამართლეობა მომეხსნა პირობითის გავლის შემდეგ ) მაინც არ მიღებენ შეიარაღებულ ძალებში გთხოვთ მირჩიოთ რომელ ინსტანციას მივმართო რადგან დიდი სურვილი მაკვს გამოვადგე ჩემ სამშობლოს ჩემი ცოდნით და მონდომებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის № 238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVII თავის მე-15 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თუ მას გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა. შესაბამისად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა არ წარმოადგენს სამხედრო სამსახურში მიღებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას.\r\n\r\nსაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობაა მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოხატვა და ამ სახის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა არ წარმოადგენს მხარის ვალდებულებას და არის მისი დისკრეციული უფლებამოსილება.

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით