სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ინიციირებულია (ბიუროს 96-ე სხდომა)

26 ოქტომბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ გოგა გულორდავასა და კახა კუჭავას ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით
  • იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

კანონპროექტი იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14582

2. ბიუროზე დარეგისტრირებულია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში ცვლილებები შეტანის შესახებ რევაზ არველაძის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • მარეგულირებელი კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და ცვლილების შესაბამისად ემატება შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 გამოცდილების საჭიროება
  • კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა ერთი წევრი შესაძლოა (დასაშვებია) იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი. აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით.
  • თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან ან იწურება თანამდებობის დაკავების ექვსწლიანი ვადა, კომისიის წევრის ან წევრების ხელახალი არჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს კვლავ ზემოთ აღნიშნული პირობები

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14600

3. ბიუროზე დარეგისტრირებულიაქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებკანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრთა ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების სწრაფი, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14601

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით