საშემოდგომო სესიის ბიუროს პირველ სხდომაზე ახალი ინიციატივები დარეგისტრირდა

05 სექტემბერი 2018

4 სექტემბერს, მე-9 მოწვევის პარლამენტის მესამე საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. 

ბიუროზე დარეგისტრირდა თამბაქოს კონტროლის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების შესაბამისად:

  • უქმდება თამბაქოს მოხმარების  შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში) და განსაზღვრულია შესაბამისი მოთხოვნები ამ ადგილებთან დაკავშირებით

  • აღარ დაჯარიმდება  სათამაშო აპარატების სალონი (რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000), თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში

  • თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში „მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით".  სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მცირდება ჯარიმების ოდენობა  სხვადასხვა ადგილებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით (ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა-ნაგებობაში, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია;)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16272

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება საქართველოში წარმოებული ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება.  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16280

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ირმა ინაშვილის ინიციატივა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • პოლიტიკურ პარტიებს „არაწინასაარჩევნო" პერიოდში უნდა ქონდეთ შესაძლებლობა შეისყიდონ მაუწყებლებისაგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის მომზადებისა და გავრცელების მომსახურება

  • ემატება ახალი კატეგორია „არაწინაასაარჩევნო  პოლიტიკური რეკლამა", რაც პროექტის მიხედვით არის: „არაწინასაარჩევნო პერიოდში იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას"

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16278

4. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების (რ. გოცირიძე, ს. სამადაშვილი, ნ. მელია, თ. ბოკუჩავა) ინიციატივა სახალხო დამცველის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციები სახალხო დამცველს გადაეცეს

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16293

5. ბიუროზე დარეგისტრირდა სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში.

ანგარიში იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16249

განხილვის განრიგი: https://info.parliament.ge/#law-drafting/16319

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით