სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანაგრიში ბიუროზე დარეგისტრირდა

11 სექტემბერი 2018

1.ბიუროზე დარეგისტრირდა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში.

ანგარიში იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16333

 

2. ბიუროზე დარეგისტრირდა  არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)” საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანია სასამართლო სისტემაში საქმეთა განაწილების სრულად ავტომატურ სისტემაზე გადასვლა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს რომ 2019 წლის  1 იანვრიდან საქმეთა ელექტრონული განაწილება მათ შორის უნდა მოხდეს:

  • მოსამართლის აცილების შემთხვევაში საქმის ხელახლა განაწილების/დაწერის დროს

  • ასევე კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილებისას

  • უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილებისას

ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მათ შორის ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • მოსამართლის თვითაცილებისას, საქმის დაწერა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეზე უნდა მოხდეს ელექტრონული სისტემის მიხედვით

  • ასევე ელ. სისტემით უნდა მოხდეს  საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობაზე დაწერა, რომლის განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობა აცილებული იქნება

  • ელექტრონულად უნდა მოხდეს საქმის განმხილველი კოლეგიის ფორმირება, როდესაც საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლოს პრაქტიკისთვის ან საქმე განსაკუთრებული სირთულისაა

ვრცლად იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16326


3. ბიუროზე დარეგისტრირდა ემზარ კვიციანის (ავტორი: ზვიად ტომარაძე) ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული უნდა იყოს დასჯადი ქმედება და გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული

  • ინიციატივის მიხედვით აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16324

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით