საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება 2015

11 ივლისი 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში უკვე მესამედ წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში უკვე მესამედ წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.

ანგარიში შეეხება საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას (საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიები) და მოიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას.  

2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგმო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის 326 საქართველოს მთავრობის ინიციირებული,   1601 დადგენილება, რატიფიცირებული იქნა 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია.  2015 წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება და  31 ივლისს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში  ცვლილებებს  ვეტო დაადო.

2015 წელს პარლამენტში  ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის, 19 რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129 სხდომა და კომიტეტების 668 სხდომა.

2015 წელს პარლამენტის წევრებმა საპატიო მიზეზით  სხდომა 2199 შემთხვევაში გააცდინეს. მათ შორის ოჯახური მდგომარეობა – 1442 გაცდენა  (2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 65-ით გაიზარდა)

2015 წელს სამივლინებო ხარჯებზე დაიხარჯა 1,513,385.63  ლარი. მივლინებაში იყო პარლამენტის 98 წევრი.

2015 წელს პარლამენტის საქმიანობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს:

  • რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის მიღება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის: ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვა
  • საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილება, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან არსებული ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოებას ითვალისწინებს
  • პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით  დაამტკიცა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და ღია მმართველობის გლობალურ სამიტზე მოიპოვა ჯილდო სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობისათვის

2015 წელს პარლამენტის საქმიანობაში უარყოფითად შეიძლება შეფასდეს:

  • პარლამენტის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმა, რომელმაც ვერ მოახდინა აღნიშნული უწყებების სრული რეფორმირება და დარჩა საკითხები რომლებიც მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. აგრეთვე რამდენიმე კანონის მათ შორის,  შუღლის გაღვივების კრიმინალიზება, ეროვნული ბანკისაგან ზედამხდველობის ფუნქციის გამოყოფა, მოწმის დაკითხვის  წესთან დაკავშირებული ცვლილებები.
  • მნიშვნელოვანი კანონების ამოქმედების დაუსაბუთებლად გადავადება  და  კანონპროექტთა დაჩქარებული წესით სისტემატური  განხილვა (2015 წელს 11 კანონის ამოქმედება გადავადდა, მათ შორის 4 კანონის 2014 და 2015 წლებში).
  • სუსტი საპარლამენტო კონტროლი- პარლამენტი სათანადოდ არ იხილავს მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს, 2015 წელს პარლამენტში არ ჩატარებულა სამთავრობო საათი და მიუხედავად უმცირესობისა და ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ  დაყენებული 5 მოთხოვნისა  არ შეიქმნა დროებითი საგამოიებო კომისია  

ანალიზის შედეგად გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები საკანონმდებლო პროცესის დახვეწის და მასში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის, პარლამენტის მაკონტროლებელი საქმიანობის,  გამჭვირალობისა და პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით:  

  • მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული კანონების ამოქმედების გადავადება და ასევე კანონპროექტების დაჩქრებული წესით განხილვა სისტემატურად და დაუსაბუთებლად განხილვა
  • გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი: პარლამენტი პლენარულ სხდომაზე და საკომიტეტო მოსმენებზე საფუძვლიანად განიხილებოდეს ანგარიშალდებულო ორგანოების ანგარიშები, ტარდებოდეს სამთავრობო საათი, პარლამენტის წევრები აქტიურად იყენებდენენ სადეპუტატო კითხვის უფლებას
  • პარლამენტის წევრები პასუხისმეგბლობით ეკიდებოდნენ საკუთარ მოვალეობებს, ესწრებოდნენ პლენარულ და კომიტეტის სხდომებს
  • საკანონმდებლო პროცესში მეტად იყოს ჩართული  საზოგადოების წევრები, კომიტეტები ქმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს
  • გაიზარდოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება პარლამეტის საქმიანობის შესახებ: პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსდეს ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის მივლინების შესახებ, სხდომები საპატიო გაცდენათა რაოდენობა მიზეზების მითითებით, დროულად განთავსდეს სხდომების ანონსები, კანონპროექტები და კომიტეტთა დასკვნები.

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება 2015

 

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით