საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

12 დეკემბერი 2018

(ბიუროს 219-ე სხდომა)

1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტორი: საჯარო სამსახურის ბიურო) „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც:

  • კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდი  ხანგრძლივდება 2019 წლის 31 დეკემბრამდე (ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16773

2. ბიუროზე დარეგისტრირდა გ. მაჭარაშვილის და რ. იონათამიშვილის ინიციატივა „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16769  

3. ბიუროზე დარეგისტრირდა სესიაშვილის და ნარჩემაშვილის ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით ხდება საქართველოს მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი შენარჩუნდება 2021 წლის 1 იანვრამდე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16761

4. ბიუროზე დარეგისტრირდა ოთარ დანელიას ინიციატივა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად ხდება კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება. პროექტის თანახმად:

  • კანონის მოქმედება  2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

ინიციატივა  იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16775

5. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას (გაიცემა აუქციონის წესით) არ დაექვემდებარება თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული - შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16771

7. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შესაბამისადაც:

  • პიროტექნიკური ნაკეთობის არსრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისა 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში -  200 ლარით. განმეორებით ჩადენისათვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 400 ლარით

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16760

8. ბიუროზე დარეგისტრირდა  ოთარ დანელიას ინიციატივა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად:

  • „ქართული ბრენდის“ წარმოებისას არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტის გამოყენების ვალდებულება და სპირტიანი სასმელების საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან -  ნაცვლად 2019 წლის 1 იანვრისა

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16776

9. ბიუროზე დარეგისტრირდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი (ინიციატორი:მთავრობა), რომლის შესაბამისად:

  • გადავადდება საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღების ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე, ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16774

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით