საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს უერთდება

09 ოქტომბერი 2018
  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტ: შსს) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტი, რომლის შესაბამისად:

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის წინაშე
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც შს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი,  სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, ხოლო  სამსახურის უფროსის ნაცვლად რიგ უფლებამოსილებებს განახორციელებს შს მინისტრი
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სფეროში იარსებებს სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.  სააგენტოს უფროსს ნიშნავს შს მინისტრი.

მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის ცვლილებით, საქვეუწყებო დაწესებულებას ექნება უფლებამოსილება შექმნას სსიპ-ი , თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება კანონით, ხოლო სსიპ-ების შესახებ კანონში ცვლილებით კი ასევე განისაზღვრება რომ  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაძლებელია განახორციელოს სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლი.    

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16496

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (კილაძე, იონათამიშვილი,  ცქიტიშვილი, ბერაია, მათიკაშვილი, ზარდიაშვილი, ოხანაშვილი) ინიციატივა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.   პროექტის შესაბამისად:

  • მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი  პირებისათვის შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა გადაიწევს 2018 წლის 14 ნოემბრამდე.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16492

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში ცვლილების (თანმდევია 1 კანონპროექტი) თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ხორცელდება   ყაზბეგისა ეროვნული პარკის გაფართოება, რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და  ნაკრძალის ჩამოყალიბება, ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის კოორდინატების ასახვა კანონში.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16495

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით