“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გამართა

15 აპრილი 2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  და საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზებით 10,11 და 12 აპრილს ჩატარდა ტრენინგები აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროს თანამშრომლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:

  • „კორუფციის კვლევა და პრევენცია: თანამედროვე მიდგომები"
  • „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები”
  • „საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედიაკომუნიკაცია"

„საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე  ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა კორუფციის გაზომვის, მისი პრევენციის და მაღალი რისკის სფეროების შესახებ.  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ მონაწილეებს ესაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე. ტრენინგის მომდევნო სესია მიეძღვნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების საკითხებს, რომელზეც მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლებს შესაბამისი ცოდნა გაუზიარა პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა. 

ტრენინგები ჩატარდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.   

ნორვსდადსწრევწრევქწდ ქწდადსფადწფმჰვჯვჰ

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით