პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ცვლილებები ინცირებულია

14 მაისი 2018

ბიუროს 159-ე სხდომა

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზეზად მითითებულია კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შესაბამისად:

  • განისაზღვრება რომ  პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. პროექტის მიხედვით თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც არის: ა) პროკურატურის მუშაკი; ბ)  შსს-ს მომსამსახურე; გ) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; დ)  იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი; ე) თავდაცვის ძალების მოსამსახურე; ვ)  სუს-ის მოსამსახურე; ზ) დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე; თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; ი)  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე; კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი; ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე; მ)  გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

  • შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით განისაზღვრება რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება არ ვრცელდება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებზე და აქაც განისაზღვრება  ვინ არის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე: პროკურატურის მუშაკი; შსს-ს მოსამსახურე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი;   თავდაცვის ძალების მოსამსახურე; სუს-ის მოსამსახურე; დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი;  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე; გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15618

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა პოლიციის შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • უქმდება შსს-ს  სსიპის პოლიციის აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების განხორციელების  უფლებამოსილება

  • იცვლება  საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის დასახელება ამ ფორმულირებით:  „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი" და განისაზღვრება რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ ცენტრში ინფორმაციის მართვის წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება.

ინციატივები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15619

3. ბიუროზე დარეგისტრირებულია პარლამენტის წევრის რ. გოცირიძის ინიციატივა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონსა და პარლმენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • შეცვლილია გენერალური აუდიტიტორის მოადგილეების არჩევის წესი,  პროექტის თანახმად გენერალური აუდიტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (გენერალური აუდიტორის მომართვის საფუძველზე იღებს ცნობად) საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის წარდგინებით (სიითი შემადგენლობის უმრავლესობით)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15593

4. ბიუროზე დარეგისტრირდა ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა (ავტორი: ზვიად ტომარაძე), რომელიც ითვალსიწინებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, შრომის კოდექსიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან, მაუწყებლობის შესახებ და სხვა კანონებიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაციის" და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15603

5. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელის მიზეზი არის კონსტიტუციაში განოხრიცილებული ცვლილებების ასახვა სპეციალურ კანონებში, კერძოდ ხდება კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციიის და ტერმინოლოგიის  შეცვლა. 

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15617

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით