პარკირების წესებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა დარეგისტრირდა

01 მარტი 2019

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა (ზ. გაბუნია, კ. ლურსმანაშვილი, გ. ენუქიძე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაჯარიმდება 50 ლარით

  • BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა დაჯარიმდება 100 ლარით

  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე დაჯარიმდება 100 ლარით

  • ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაჯარიმდება 50 ლარით

  • დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორებით შემთხვევაზე 400 ლარი

  • დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე დაჯარიმდება 500 ლარით  

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებით:

  • მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ჩამონათვალს დაემატება შემდეგი უფლებამოსილება: პარკირების საფასურის და პარკირების ადგილებზე უფასო პარკირების დროის განსაზღვრა  

ვრცლად იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17311  

 

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ა. ქანთარია, გ. მარგველაშვილის ინიციატივა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება ეხება ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების შესახებ ნორმას სადაც:

  • არსებული ჩანაწერი ერთ-ერთ მიზანზე - „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება" შეიცვალა და სიტყვა „ლიბერალური" არის ამოღებული და დატოვეს დემოკრატიული ღირებულებები

  • ასევე მიზნებში ჩაემატა მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემის განვთარება (ამ ცვლილებებით ეს „პატივისცემის განვითარება" უკვე არსებულ კატეგორიებსაც მიემართება მაგ. კულტურული ფასუელობები, ოჯახი, საზოგადოება და ა.შ.)

პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17313

3. ბიუროზე დარეგისტირდა „ტყის კოდექსი” (ინიციატორი: მთავრობა), წარმოდგენილი პროექტების თანახმად:

  • სიახლეა ტერმინთა განმარტებები, კერძოდ განისაზღვრება „საქართველოს ტყე", რომელიც მოიცავს ტყეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრების. უქმდება ტერმინი ტყის ფონდი და აღნიშნულსაც ანაცვლებს ტერმინი - ტყე. კოდექსის პროექტში განმარტებული ტყე მოიცავს ტყის მიწებსაც  

  • გათვალისწინებულია ტყის მართვის ორგანოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტყის მართვის ორგანოს საშუალება ექნება არსებითად გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.

  • და სხვა ცვლილებები

ვრცლად ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17315

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (კ. კუჭავა, ო.დანელია, ზ. ხუციშვილი, ე.მაჭავარიანი, კ.ლურსმანაშვილი, ს. მახათაძე, გ.მეშველიანი, ი. ხახუბია) „სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი, რომლის შესაბამისად:

  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოსა დაცვისა სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში  დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება) ოჯახის წევრს, 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული პენსია.  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17312

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით