მოქალაქეობის შესახებ არსებული რეგულაციები იცვლება

06 იანვარი 2018

ბიუროზე დარეგისტრირდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.   პროექტის მიხედვით:

  • განისაზღვრება, რომ შესაძლებელია საქართველოს  მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ თუ საგამონაკლისო წესით მოიპოვებს ან დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს, რომლის დროსაც  საჭირო ხდება საქართველოს სახელმწიფოდან თანხმობის მოპოვება.

  • პროექტის მიხედვით მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა: ა) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს; ბ) საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს, ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს.

  • ასევე განისაზღვრება რომ  არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრუწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით;

  • პროექტი ითვალისწინებს რომ  სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს

  • იცვლება სააგენტოსთან არსებული კომისიის დაკომპლეტქების წესი, შემადგენლობაში აღარ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისათვის აღარ იქნება შესაძლებელი პირდაპირ პრეზიდენტისათვის მიმართვა. დასკვნას პრეზიდენტს სააგენტო წარუდგენს.

  • იცვლება გასაჩვრების მექანიზმიც,  საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას

  • იცვლება ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭების წესი,  5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, 2 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე.

  • საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომლემაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამავე კანონით განსაზღვრული პირობებით (მაგ., იცის სახ. ენა და ა.შ.). ასეთი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15728

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით