მიწის რეგისტრაციის სპეციალური წესების 6 თვით გაგრძელების შესახებ პროექტი ინიცირებულია

25 ივნისი 2018

(ბიუროს 175-ე სხდომა)

1. ბიუროზე დარეგისტრირდა ოთარ დანელიასა და ირაკლი შიოლაშვილის ინიცატივა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს კანონის მოქმედების ვადის 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას. განიხილება გამარტივებული წესით ანუ 1 მოსმენით. წამყვანია იურიდიულ საკ. კომიტეტი და განიხილავს ხვალ ქუთაისში.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16007

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ახალი კანონის შესახებ. როგორც ინიციატორი უთითებს,   „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთების გამო  საქ-სთვის სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ დირექტივის  იმპლემენტაცია. კანონის პროექტით:

  • განისაზღვრება შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნები რომლებიც ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. ( ახალი შენობა - შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილ იქნა 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ)

  • სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები, კერძოდ  2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.

  • სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება. განისაზღვრება, რომ შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

  • განსიაზღვრება რომ დამოუკიდებელი ექსპერტი არის სერტიფიცირებული პირი ან აკრედიტებული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება ან გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატები და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებას და გადამოწმებას

  • 2021 წლის 1 იანვრიდან  განისაზღვრება პასუხისმგებლობა დარღვევისთვის (ჯარიმა განისაზღვრება:ენერგოეფ.  სერტიფიცირების განუხორციელებლობისას, ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევისათვის,  ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობისათვის, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობისათვის)

  • მიღებულ უნდა იქნას 10 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც დაადგენს შენობების მინიმალური ენერგოეფექტიანობის მოთხოვნებს, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების წესებს და ა.შ

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16022

3. ბიუროზე დარეგისტრირდა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი (გულორდავა, ხატიძე,  ქვარაია), რომლის შესაბამისად:

  • 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა შეუნარჩუნდებათ 2019 წლის 1 მარტამდე.

ინიციატივა იხ. აქ: ttps://info.parliament.ge/#law-drafting/16021

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (კ.კუჭავა, ს. მახათაძე, კ. ლურსმანაშვილი, ე. მაჭავარიანი, ზ. ხუციშვილი) ინიციატივა წყლის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომელიც დაადგენს დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს

  • წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრის, აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 800 და 2000 ლარით

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16013

5. ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ახალი კანონის პროექტი და თანმდევებში ცვლილებების პროექტი (გ. მაჭარაშვილი, გ. კახიანი). ინიციატივის თანახმად:

  • „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით განსაზღვრული ის რეგულაციები, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღწერილობას ერთიანდება ერთ საკანონმდებლო აქტში

  • განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა

იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16020

6. ბიუროზე დარეგისტრირდა  ლ. ტუღუშის, ალ. ცქიტიშვილის, ნ. კუპრაშვილისა და ზ. ქორიძის საკანონდებლო წინდადება პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მთავარი პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას, ასევე საპროკურორო საბჭოს შექმნის წესის შეცვლას. ამასთან ერთად ამ კანონის მიღებამდე ითხოვენ რომ მოქმედ საპროკურორო საბჭოს წევრებს შეუწყდეთ უფლებამოსილება და შეჩერდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი.  წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

საკ. წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16011

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით