2016 წლის 5 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში წარადგინა მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება.
ჩვენი შეფასებით მერვე მოწვევის პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო პლურალისტური იყო, რასაც ასევე განაპირობებდა მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოდგენილი ოპოზიცია. საპარლამენტო სხდომებზე მრავლად იყო თემატური დისკუსიები. გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხიც, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია. დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებს, ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ საპარლამენტო დისკუსიებში და მოეპოვებინათ ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მუხედავად ამისა, საპარლამენტო მუშაობაში იყო გამოწვევებიც: პარლამენტი არ ასრულებდა ეფექტურად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას. საკანონმდებლო პროცესი ხასიათდებოდა არაერთი ხარვეზით: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება.
მერვე მოწვევის პარლამენტში არაერთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის, პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენების მაჩვენებელიც მიუთითებს, თუმცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება.
მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე).
მიღებული კანონები
1. მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო 1505 კანონი. აქედან:
2. პარლამენტში განხილული კანონებიდან :
3. მერვე მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება მოხდა 17 საკანონდებლო პაკეტზე:
4. ანგარიშში განხილულია მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებას და ნორმების მოქმედების შეჩერებას: მაგ. ფარულ მოსმენა მიყურადების მარეგულირებელი ნორმების გაუქმება, ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა, უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმება, ნორმის მოქმედების შეჩერება, რომელიც ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციას ართმევს და აშ.
ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის აქტივობის შესახებ.
1. მერვე მოწვევის პარლამენში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:
2. პასიური დეპუტატები
გაცდენები
არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა - 4436
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით