ღიაობა საქართველოში: ღია მმართველობის პარტნიორობა

22 სექტემბერი 2017

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლის სექტემბერში დაფუძნდა. პარტნიორობას ქვეყნები ნებაყოფლობით უერთდებიან და რიგ ვალდებულებებს კისრულობენ ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

თავდაპირველად, OGP-ის მონაწილეები იყვნენ მხოლოდ ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა, 2014 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმა გაფართოვდა და მოიცვა საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაც. ამასთანავე, ღია მმართველობის პარტნიორობამ 2016 წელს გამოაქვეყნა ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამა.

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს მნიშნელოვანი მიღწევები აქვს ღია მმართველობის მიმართულებით. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად ორწლიანი ვადით აირჩიეს, ხოლო 2016 წელს - თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ. 2017 წლის 19 სექტემბრიდან კი საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში დღემდე არსებობს გარკვეული პრობლემები და გამოწვევები ღია მმართველობის პარტნიორობის დამფუძნებელი პრინციპების საჯარო მმართველობაში დამკვიდრების კუთხით. ამ კვლევის მიზანია საქართველოში არსებული მნიშნველოვანი ღია მმართველობის პროცესების მიმოხილვა და არსებული გამოწვევების ჯეროვანი შეფასება.

ღია მმართველობის პარტნიორობა  

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით