ეთიკის კოდექსი განმეორებით წარედგინა პარლამენტს

04 ივნისი 2018

165-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ირინე ფრუიძე, კახაბერ კუჭავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე) ინიციატივა ეთიკის კოდექსის შესახებ (დადგენილების პროექტი).  

  • ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას;
  • ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.
  • ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება პარლამენტის რეგლამენტით უკვე არსებული პასუხისმგებლობის ფორმები: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა; გაფრთხილება;   სხდომათა დარბაზის დატოვებინება; ხელფასის დაკავება. 

დადგენილების პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15726

2. ბიუროზე დარეგისტრირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე,  პროექტის მიხედვით:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით

  • ასევე, განისაზღვრა რომ  საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით,  იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15711

3. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ცვლილებების შესაბამისად:

  • კანონპროექტებში  ტერმინი “რატიფიკაცია” იცვლება ტერმინით „რატიფიცირება"

  • ცვლილებებით  განსაზღვრულია რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს,  პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა. ამოღებულია ჩანაწერი ასეთ დროს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების წარდგენის შესახებ, რა დროსაც საჭირო იყო მთავრობასთან შეთანხმება/კონტრასიგნაცია.

  • ცვლილების მიხედვით,  პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და იღებს დადგენილებას ამის თაობაზე, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (მასთან შეერთებას), რომლებიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, პარლამენტი ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4 უმრავლესობით

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15725

4. ბიუროზე დარეგისტრირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონსა და რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მიზეზი არის კონსტიტუციის ნორმებთან ჰარმონიზება.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებით:

  • განისაზღვრა რომ რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადზე იარსებობეს 12 წლის განმავლობაში

  • ასევე დაემატა ჩანაწერი რომ საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.


ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15712

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით