ბიუროს 96-ე სხდომა

26 ოქტომბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პატრიოტთა ალიანსის ინიციატივა ახალი კანონის ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მათ შორის გულისხმობს შემდეგს:

  • აღმასრულებელი ვალდებული იქნება დაადგინოს სარეალიზაციოდ მიქცეული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თუ არა მოვალისა და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელს, ხოლო თუკი დაადგენს, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის ბოლო საცხოვრებელ სახლს, აღმასრულებელი ვალდებულია შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით

სოციალური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივის თანახმად:

  • სოციალური დახმარების სახეებს ემატებამინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს უსახლკარო პირებზე მინიმალური ოდენობის ფართის გადაცემას.

კანონპროექტთა პაკეტი სრულად იხ. აქ https://info.parliament.ge/#law-drafting/14612

2. ბიუროზე დარეგისტრირდა . ბესელიასა და . ფოფხაძის ინიციატივა (ავტორი: ამ საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი) ადვოკატთა შესახებ კანონში და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად:

  • ადვოკატი ვალდებული იქნება არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციულური ინფორმაცია), ამასთან ემატება ჩანაწერი, რომლსი თანახმად განისაზღვრება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების განსაკუთრებული შემთხვევები
  • ხდება მითითება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა
  • განისაზღვრება, რომ საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14619

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მაუწყებლობის შესახებ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადება. წარმოდგენილი წინადადება გულისხმობს შემდეგს:

საარჩევნო კოდექსის შესატანი ცვლილებები:

  • ზუსტდება მედიის ვალდებულების საკითხი არჩევნების მეორე ტურის პერიოდისათვისაც
  • კანონპროექტით იკრძალება ისეთი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს: ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისაკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისაკენ მოწოდებას, ქმნის რასობრივი, ეთნიკური რელიგიური ან სხვაგვარი შუღლლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს, მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ ან დისკრიმინაციისაკენ.
  • ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად მედია საშუალებებს ეკისრებათ საზ. აზრის კვლევის და მისი შედეგების გამოქვეყნების მიმართ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება.
  • და სხვა ცვლილებები

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები:

  • მაუწყებელს ეკრძალება არჩვენების დანიშვნიდან არჩევნების დასრულებამდე სამაუწყებლო ბადეში ადმინისტრაციული ორგანოს სოციალური რეკლამის განთავსება. არჩვენების დანიშვნიდან არჩევნების დასრულებამდე პერიოდში მაუწყებელი ვალდებულია საზ. მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ადმინ. ორგანოს (საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა) მიერ მისთვის წარდგენილი ინფორმაციის კანონთან შესაბამისობის დასადგენად მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
  • მაუწყებლის ავტორიზაცია და ლიცენზიის მოქმედება შეჩერდება თუკი მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი გახდება ადმინისტრაციული ორგანო, ადმ. ორგანოს თანამდებობის პირი , სხვა საჯარო მოხელე ; ადმ. ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი პოლიტიკური პარტია , პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ; და ..

დეტალურად იხილეთ კანონის პროექტები: https://info.parliament.ge/#law-drafting/14627

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით