ბიუროს 93-ე სხდომა (2 ოქტომბერი, 2017)

28 სექტემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ". როგორც უთითებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 2017 წლის 12 აპრლის დამტკიცებული ახალი პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებულ აქვს ვალდებულება შექმნას საჯარო და კერძო თანამშრომლობის თანამედროვე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და წარუდგინოს იგი პარლამენტს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.

კანონის მიღების შემდეგ საჭირო გახდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რათა 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფილი იქნეს „სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს“ შექმნა.

კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14538

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ", რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად მოციავს შემდეგს:

დოკუმენტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14549

3. ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი,ბიუჯეტს თან ახლავს შემდეგი  დოკუმენტები:

  • „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის;

  • საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

კანონპროექტები და თანმდევი დოკუმენტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14551

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად:

  • გვარის შეცვლა იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ პირი გამოთქვამს სურვილს, მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პირის საკუთარი და მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი), ასეთი გვარების გაერთიანება, ზოგადი წესის შესაბამისად, დაუშვებელი იქნება

კანონპროექტი იხ. აქ:  http://info.parliament.ge/#law-drafting/14537

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით