ბიუროს 92-ე სხდომა (21 სექტემბერი, 2017)

21 სექტემბერი 2017

1.ბიუროზე დარეგისტრირდა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ გ. კახიანის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში არსებული საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად თავისუფლების საპარლამენტო ორდენის დაწესებას.

  • იცვლება საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ცვლილების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გარდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში იქნება ფრაქციების თითო წარმომადგენელი

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14511

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ  და მისი თანმდევი ცვლილების  პროექტი სხვა საკანონმდებლო აქტებში. წარმოდგენილი ცვლილებებით:

  • განსაზღვრულია და დაკონკრეტებულია სხვადასხვა კატეგორიის შინაარში, მათ შორის: შრომის ანაზღაურების შინაარსი, რომელიც განისაზღვრა როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობებისათვის/პოზიციებისათვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგო, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატს და ფულად ჯილდო.

3. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები:

  • კონკრეტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და სახელმწიფო მოსამსახურის პირთა წრეს ემატება თავად სახელმწიფო მოსამსახურის მოადგილის თანამდებობა

  • ცვლილება შედის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების წესშიც და განისაზღვრება, რომ არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად პირის სამსახურში მიღება შესაძლებელია გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე

კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ:  http://info.parliament.ge/#law-drafting/14513   

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით