ბიუროს 164-ე სხდომა

10 მარტი 2018

1. ბიუროზე დარეგისტრირდა გ. კაიხანისა და გ. მაჭარაშვილის ინიციატივა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზეზია კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები. პროექტის შესაბამისად:

  • განისაზღვრება რომ  პარლამენტი მიღებულ კანონს, ნაცვლად 7 დღიანი ვადისა, პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში

  • პრეზიდენტი, ნაცვლად 10 დღის ვადისა, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში. განისაზღვრება  პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნების მიღების ან არ მიღების შემთხვევაში, კანონის პრეზიდენტისთვის გადაცემის და პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის და გამოქვეყნების ვადები

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15683

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტორი: იუსტიციის სამინისტრო) საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • განისაზღვრება რომ საქ-ს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

  • ცვლილებით  5 წლიანი მოქმედების პერიოდით (2023 წლის 1 ივნისამდე) საარჩევნო კოდექსს დაემატება ახალი ნორმა, რომლითაც განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. საარჩვენო სიაში შეყვანის აუცილებელ პირობად კვლავ დარჩება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფლობა.

  • ცვლილებებით ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ ყველა იმ დაწესებულებიდან, საიდანაც მას ეს მონაცემები მიეწოდება არა მარტო წელიწადში ოთხჯერ - კონკრეტულ კალენდარულ დღეს  (როგორც ამჟამად არის დადგენილი) არამედ საჭიროებისამებრ.

  • შემოთავაზებული ცვლილების შესაბამისად სააგენტოს ბაზებში დაცული მონაცემების მიხედვით საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები გაუთანაბრდებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს, მოხვდებიან სპეციალურ სიაში და მიენიჭებათ აქტიური საარჩევნო უფლება.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15680

3. ბიუროზე დარეგისტრირდა კახიანისა და მაჭარაშვილის ინიციატივა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ:

  • ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავდა თანამდებობის პირებს ეროვნულ უშიშროების საბჭოში და მის აპარატში. რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ იარსებებს, შესაბამისად კანონიდან ამოღებულია:  „საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე";

  • ასევე სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იცვლება სახელმწიფო რწმუნებულით, ხოლო მთავარი პროკურორის ნაცვლად მიეთითება გენერალური პროკურორი. ასევე  „სამხედრო ძალები“ იცვლება „თავდაცვის ძალებით“.

  • ემატება ჩანაწერი რომლის შესაბამისად განსიაზღვრება რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. ასევე მთავრობის წევრის შემთხვევაში განისაზღვრება რომ  მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. ასევე მიეთითება რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • ცვლილებები ამოქმედდება  პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15684

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებით:

  • ხდება  კანონიდან იმ ნორმის  ამოღება, რომელიც ავალდებულებდა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.

  • განისაზღვრება რომ  პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების და საკონსულო აღიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება გააჩნია საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესების სექციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და სააგენტოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

  • ცვლილების შესაბამისად  შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება  საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით

  • პროექტის თანახმად,  სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღარ მოხდება საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა შესახებ ინფორმაციის ასახვა, არამედ აისახება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15681

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტები საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ (ინიციატორები: გ. კახიანი, გ. მაჭარაშვილი). პროექტით:

  • ის რეგულაციები, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღწერილობას ერთიანდება ერთ საკანონმდებლო აქტში, რომლის გამოც   „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების ძალადაკარგულად გამოცხადდება.

  • ახალი კანონის პროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა

  • კანონპროექტი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის საკითხებს, რაც განისაზღვრება დადგენილების ნაცვლად დანართების სახით

  • სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის  შესახებ კანონით განსაზღვრულია ჰიმნის შესრულების, სახელმწიფო დროშის აღმართვასა და გამოფენასთან დაკავშირებული რეგულაციები და ა.შ.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15685

6. ბიუროზე დარეგისტრირდა აუდიტის სამსახურის მოხსენება „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე. იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/15664

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით