2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის პროექტი პარლამენტს წარედგინა

18 ოქტომბერი 2018

(ბიუროს 206-ე სხდომა)

ბიუროზე დარეგისტრირდა 2019 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტები. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულია:

  • ეკონომიკური ზრდა  4,5%-ით, ინფლაციის მაჩვენებელი 3 %-ით

  • შემოსავლები 10 281 650.0 ათასი ლარისოდენობით

  • გადასახადები 9 565 000.0 ათასი ლარის ოდენობით

  • ბიუჯეტის გრანტები 266 650.0 ათასი ლარის ოდენობით

  • სხვა შემოსავლები 450,000.00 ათასი ლარის ოდენობით

  • ხარჯები 9 279 051.9 ათასი ლარის ოდენობით   

  • სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 19 715.8 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 15 315.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 400.0 მლნ ლარის ოდენობით

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებით:

  • განისაზღვრება რომ  ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებით 3%-იან ნიშნულზე შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ ნაერთი ბიუჯეტზე, არამედ მთალიანად სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტზე

  • განისაზღვრება მთავრობის ვალის დეფინიცია ამ კანონის მიზნებისათვის, კერძოდ:  მთავრობის ვალის მოიცავს: 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა და 2. საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა

  • მთავრობის ვალის შიდა პროდუქტთან შეფარდებისას 60 % ზღვარში  გაითვალისწინება „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“ კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება

  • და სხვა ცვლილებები

საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები

  • გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% განაწილდება მუნიციპალიტეტზე  

  • წლიური ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება დ.ღ.გ-ს  წლიური პროგნოზიდან გამომდინარე, თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ზემოაღნიშნული წესით გამოთვლილი გასანაწილებელი გადასახადის ოდენობა, პროცენტულ გამოხატულებაში დღგ-ის მთლიან ოდენობის 19%-თან მიმართებაში

  • განისაზღვრება გათანაბრებითი ტრანსფერიდან განაწილებულ გადასახადზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2019-2023 წლებისათვის.

  • დღგ-ის განაწილების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების წყაროდან ხდება საშემოსავლო გადასახადის ამოღება  

  • და სხვა  ცვლილებები

ვრცლად იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16469

2. ბიუროზე დარეგისტრირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე და ასევე მოხსენება 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

დასკვნა და მოხსენება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16582

3. ბიუროზე დარეგისტრირდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" და „პაციენტის უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი (ჯანდაცვის კომიტეტი), რომლის შესაბამისად:

  • ახლებურად ყალიბდება პალიატიური მზრუნველობის კატეგორია, კერძოდ პალიატიური მზრუნველობა არის მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო- სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები

  • შემოდის ახალი დეფინიციები  „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“.

  • პროექტის მიხედვით ჰოსპისის გახსნისათვის საჭიროა თანხმობა, რომელსაც გასცემს გასცემს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.  ასევე მინისტრმა 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ჰოსპისის საქმიანობისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობის ფორმის შემუშავება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

  • „პაციენტის უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებით  საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის ჰოსპისური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; 2 ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“ (იგივე პირობებია რაც პალიატიურის და სარეანიმაციო პროცედურების ჩატარებაზე)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16563

4. ბიუროზე დარეგისტრირდა უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივა დაგროვებითი პენსიის შესახებ. პროექტის მიხედვით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და არ არის ასაკობრივი შეზღუდვა საპენსიო სქემაში.

შენატანების დაფინანსების წესი

1. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ირჩევს საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს ყოველთვიურ შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დაბეგრილი (NET) ხელფასის იმდენი პროცენტის ოდენობით, რამდენი პროცენტის შეტანასაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ არაუმეტეს:

  • 6%-სა, თუ წლიური ხელფასი 6 ათას ლარამდეა

  • 8%-სა, თუ წლიური ხელფასი 6-დან 12 ათას ლარამდეა

  • 10%-სა, თუ წლიური ხელფასი 12-დან 18 ათას ლარამდეა

  • 12%-სა, თუ წლიური ხელფასი 18-დან 24 ათას ლარამდეა

  • 14%-სა, თუ წლიური ხელფასი 24-დან 30 ათას ლარამდეა

  • 16%-სა, თუ წლიური ხელფასი 30-დან 36 ათას ლარამდეა

  • 36 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასის შემთხვევაში, 16%-იანი მაქსიმალური

  • შენატანის სქემა ვრცელდება მხოლოდ 36 ათასი ლარის ფარგლებში.

2. ასევე,  დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს ყოველთვიურ შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი (GROSS) ხელფასის გარკვეული პროცენტით, რომლის გამოთვლის ფორმულაც წარმოდგენილია პროექტში.  ( 6 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის მის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის სრული ოდენობით; 6-დან 12 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის არჩეული პროცენტის ორმაგი ოდენობით; 12-დან 18 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის 1.4 ოდენობით და ა.შ )

ადმინისტრირება

  • დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მსურველი დებს შესაბამის ხელშეკრულებას აქტივების მმართველ კომპანიასთან, ხსნის მასთან საპენსიო ანგარიშს და ამის თაობაზე აცნობებს დამსაქმებელს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

  • თვითდასაქმებულის შემთხვევაში, იგი თავადაა ვალდებული, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს.  

  • აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები ამ კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.

  • გათვალისწინებულია  მოთხოვნები აქტივების მმართველ კომპანიებისადი

ასევე კანონპროექტის მიხედვით,  დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიის და კომპენსაციის უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვრცლად იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16548

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით