contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნუნუ მაისურაძე 18 იანვარი 2015

მოგესალმებით ქალბატონო ეკა, გილოცავთ ახალ წელს!. მინდა ჩემ პრობლემაზე დაგელაპარაკოთ. ვარ მარტოხელა დედა, ფინანსური პრობლემების გამო გავყიდე ბინა   და დარჩენილი თანხით აუქციონზე ვიყიდე სხვა. ყოფილი მეპატრონე გადასულია ამ ბინიდა და იქ ცხოვრობს მისი ნათესავი მეგობარ გოგოსთან ერთად. ბინაში ვერ შევდივარ იმიტომ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მხვდება და არ აპირებს ბინიდან გამოსვლას. მე და ჩემი 12 წლის შვილი ვცხოვრობთ დროებით ნათესავის ბინაში ,ავეჯი კი ნაქირავებ ავტოფარეხში მიწყვია. მივმართე გლდანი -ნაძალადევის მუხიანის პოლიციას, უბნის ინსპექტორს, პატრულს, მაგრამ უშედეგო.  ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, როგორ მოვიქცე არ ვიცი.

მოგესალმებით,\r\n \r\nთქვენს წერილთან დაკავშირებით, რომელშიც უთითებთ თქვენი საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე, გაცნობებთ, რომ ვინაიდან ქონება შეძენილი გაქვთ აუქციონზე, საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებები ხორციელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს შესაბამისად.\r\nამ კანონის მუხლი 84-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. ამ მიზნით, თქვენ, როგორც უძრავის ქონების აუქციონზე შემძენმა, სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განცხადებას უნდა დაურთოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული თანაბარმნიშვნელოვანი დოკუმენტი და ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით