contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნინო ლეგაშვილი 05 დეკემბერი 2014

ქალბატონო ეკა შეიძლება ეს თქვენ არ გეხებათ , მაგრამ თქვენ გეკითხებით გეხვეწებით მითხარით თუ შეიცვლება უახლოეს ხანში ქუთაისის სავალდებულო ჯარის წესდება თხოვეთ ბატონ მინდიას გააუქმოს ყაზარმული თორე ციხესავითაა ჯარი სახლში შაბათ-კვირას მაინც გამოუშვან მთელი ჯარის სახელით გთხოვთ ცოლშვილიანები ოჯახებში შვილებთანაც ვერ მიდიან ეს საშინელებაა გემუდარებით ქალბატონო ეკა მიპასუხეთ გთხოვთ.

მოგესალმებით,\r\nთქვენს მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.  ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროს და დასვენების უფლებას. ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა  არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.\r\n\r\nზემოაღნიშნული საკითხი რეგულირდება ასევე  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისთვის არანორმირებულ სამუშაო დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.\r\nამასთან, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას.(რომელიც ასევე წყვეტს საკითხის იმის შესახებ სამხედრო მოსამსახურემ სამსახური გაიაროს ყაზარმულ თუ მორიგეობითრეჟიმში).დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით