contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

მ ბ 16 ნოემბერი 2015

1 იანვრიდან ამოქმედდება კანონში ცვლილება არასრულწლოვანთა შესახებ.. რომელიც ითვალისწინებს სასჯელის ვადის შემცირებას.. შეეხებათ თუ არა ეს ცვლილება იმ მსჯავრდებულებს რომლებიც არასრულწლოვნობის პერიოდში არიან გასამართლებულები და ეხლა სრულწნოვნები იხდიან სასჯელს ... მადლობა წინასწარ !

მოგესალმებით,თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 15 ივნისს მიღებული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან. იგი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში პროცესუალური ნორმების ლიბერალიზაციას. ამ კუთხით კოდექსი აწესებს  ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების უპირატესობას ბრალდებულ არასრულწლოვანთან მიმართებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სასჯელის შეფარდებისას პირველ რიგში განხილულ უნდა იქნეს ყველაზე მსუბუქი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა და უფრო მძიმე ზომა შეფარდებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მსუბუქი საშუალება მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე არასრულწლოვნის მიმართ პირველ რიგში განიხილება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. რაც შეეხება კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის არასრულწლოვანთან მიმართებაში სასჯელის ვადის შემცირებას, ამ კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება არ განხორციელებ

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით