contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ვერიკო თათულაშვილი 23 ივლისი 2015

ქ-ნო ეკა ჩვენ წავიკითხეთ თქვენს მიერ გაცემული პასუხი სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელების ოჯახების დახმარების შესახებ და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა საბუთებზეა საუბარი ან სად უნდა წარვადგინოთ რომელ სამინისტროში გმადლობთ ყურადღებისღვის.

მოგესალმებით,თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ  ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც უნდა მიმართოთ შესაბამისი განცხადებით. თავის მხრივ, სააგენტო საჭირო ინფორმაციას გამოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებიდან. დეტალური ინფორმაციის გასაგებად გაქვთ უფლება მიმართოთ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ან დარეკოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -ტ.15-05.

question mark icon ბოლო კითხვები

ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალის, მადლობას გიხდით წინასწარ, რომ უნდა გამონახოთ დრო და ჩემ მი
სოფიო კილაძე
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო სოფო! ვარ თქვენი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი. გთხოვთ მიპასუხოთ თუ რა სოციალური შეღავათები და პროგრამები არსებობს დღეისდღეობით მრავალშვილიან ოჯახებზე.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით