contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ოკმელაშვილი 28 მაისი 2015

მოგესალმებით ქალბატონო ეკა. როგორც მოგეხსენებათ განხორციელებული საყოველთაო ამინისტიით 260-ე მუხლის 1;2 და 3-ე ნაწილი მთლიანად იქნა ამინისტირებული პირველი შემთხვევის დროს. რაც უდავოდ დიდი და მართლაც ჰუმანური აქტი იყო სახელმწიფოს მხრიდან და ბევრი ადამიანი დააბრუნა ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელი კანონ პროექტით 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა) ქვეპუნქტით რჩება იგივე რაც იყო მანამდე და არაა გამიჯნული მას გასაღება ქონდა თუ არა მიუხედავად იმისა რომ როგორც მოგეხსენებათ არა ერთი ფაქტია ნარკოტიკების ჩადების . ხომ არ განიხილავთ გამიჯვნას ამ მუხლის მე-6 ნაწილის თუნდაც დეფინიცირებას გასაღებასა და მოხმარებას შორის. მაგ მე-6 ა) და ბ) შვიდიდან თოთხმეტ წლამდე რომელიც ანალოგი იქნება იმ სასჯელისა რაც 5) პუნქტი მოიცავს ხოლო გასაღების შემთხვევაში უფრო მძიმე სასჯელი. წინასწარ გიხდით მადლობას. 

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შინაარსის ოპტიმიზაცია და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნის გამიჯვნა მათი უკანონო გასაღებისაგან, რაც გამოიხატება ამ ქმედებების ჩადენისათვის სასჯელის განსხვავებული ზომების დაწესებაში.\r\nაღნიშნული კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნის გამიჯვნა მისი უკანონო გასაღებისაგან და შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული განსხვავება სასჯელის ზომებშიც, თუმცა, როგორც აღინიშნა, კანონის პროექტი განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარლამენტის მიერ. 

question mark icon ბოლო კითხვები

ირმა ინაშვილი
კითხვა: Qalbatono tu aris parlamenthi hesuli gamis smenebis gaormageba da dgis smenis anazgaureba saathi 5lari gtxov gamoihinot gulisxmiereba da gagvcet pasuxi umokles xanhi cinascar gmadlobt kuradgebistvi
ირაკლი კოვზანაძე
კითხვა: მაინტერესებს ძალიან ბატონო ირაკლი გავიგე ჭორის დონეზე და რამდენად მართალია არვიცი.
გიორგი ვოლსკი
კითხვა: Batono gia tu aris parlamenthi kanon proeqti 22saatis hemdeggamis saatebis gaormagebuli anazgaurebis hesaxeb
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: დავამთავრე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში, ძველი პროგრამიტ 5 წლიანი,მაგრამ სამედიცინომ 4 წელი-26 მოდული ჩამითვალა, სამაღთლიანობა მოითხოვს რომ ყველა ჩამითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგე

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით