contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნუგზარ ჩალაძე 18 ივნისი 2015

ქალბატონო ეკა თქვენ, როგორც უფლებადამცველს მინდა გთხოვოთ დახმარება. მე ვარ  დაზარალებული რაჭაში მომხდარი ბოლო მიწისძვრის გამო.  ჩემი სახლს, ონის რ-ი  სოფ.ნაკიეთში, ადგილობრივი გამგეობის კომისიის მიერ მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია,ანუ ცხოვრებისათვის საშიში კატეგორია რომელსაც ესაჭიროება კაპიტალური სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. მიწისძვრის დროს დედაჩემი აწ  განსვენებული  ჯენია ჩალაძე ცხოვრობდა ნაკიეთში, მაგრამ  ვიღაც  ჩინოვნიკის  დაუდევრობის  გამო ,იმ დროისთვის, არ  იყო   გატარებული საკომლო  წიგნში. ამის გამო დედაჩემი და სხვა ანალოგიურად დაზარალებული მოსახლეები დავრჩით დახმარების გარეშე. ე.წ. დაჩნიკების  სიაში  შეგვიყვანეს .არავის  მოსვლია  აზრად  გამოეკითხათ  მოსახლეობა  ნამდვილად  ცხოვრობდა  თუ  არა  დედაჩემი  სოფ.ნაკიეთში. იმ პერიოდში მაშინდელი ვაი მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი თხოვნა დახმარების შესახებ.  ისეც მოხდა რომ პირველი კატეგორიის დაზარალებულებს კატეგორიები შეუმცირეს. ხალხმა  ვაი  სულ  არ  დავკარგოთო და დაეთანხმენ მე-2 კატეგორიებს.ამიტომ ის თანხებიც პრაქტიკულად წყალში გადაიყარა რადგან მე-2 კატეგორიით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ აღმოფხვრიდა პირველი კატეგორიის დაზიანებებს .რაჭის და საერთოდ  მთის  პრობლემებზე  თქვენ კარგად მოგეხსენებათ.  მითუმეტეს  ზემო  რაჭა  სასაზღვრო  ზონაა, ადგილობრივ  ხალხს  თუ  საერთოდ  იქაურებს  განსაკუთრებული  ყურადღება  გვჭირდება. რაჭველები, რომლებიც  თუნდაც   დღესასწაულებზე  ჩამოდიან  რაიონში  მამულიშვილურ  საქმეს  აკეთებენ. ცოცხლდება  რაიონი, ადგილობრივ  ბიზნესს  ეზრდება  შემოსავლები, ადგილობრივ გლეხობას  იმედი  უჩნდება  რომ  ხილისა  თუ  რძის  პროდოქტის  რეალიზაციიდან  მიღებული ფულით ფქვილს,მარილს და სხვ ა რამეს  შეიძენენ  ცივი  ზამთრის  გადასატანად.                                                                                                                                                                                                                                                                                                  ქალბატონო ეკა, მე დღეისათვის როგორც მემკვიდრე ჩაწერილი ვარ  ჩემ  მამაპაპისეულ  სახლში მაგრამ იმის გამო რომ სახლში ცხოვრება სახიფათოა ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. ვარ პრაქტიკოსი იურისტი, საჯარო სამსახურში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით. 2013 წელს პარლამენტის აპარატში გამოცხადებულ კონკურსში მივიღე 97 ქულა, ასევე მქონდა საშვალება ონში  დამეწყო სამსახური ნოტარიუსად,იმ პერიოდში კონკურსი იყო გამოცხადებული და არა იურისტსაც კი შეეძლო განაცხადის გაკეთება ,მაგრამ  მე  საცხოვრებელი  სახლის  ავარიული  მდგომარეობი ს გამო  ვერ  გავრისკე  ოჯახით  ჩამოვსულიყავი.                                                                                            ქალბატონო ეკა, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ დახმარებას ჩემი ოჯახის დარღვეული უფლებების აღსადგენად და შუამდგომლობას  სათანადო უწყებასთან  სახლის კაპიტალური სამუშაოებისათვის საჭირო  თანხების  დასაფინანსებლად.  რაჭა რაჭველებმა  უნდა  შევინახოთ  და  ამისთვის დახმარება გვჭირდება ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.                                                                                                                                                               დიდი პატივისცემით, ნუგზარ ჩალაძე

ეკა ბესელია ჯერჯერობით პასუხგაუცემელია

question mark icon ბოლო კითხვები

ირმა ინაშვილი
კითხვა: Qalbatono tu aris parlamenthi hesuli gamis smenebis gaormageba da dgis smenis anazgaureba saathi 5lari gtxov gamoihinot gulisxmiereba da gagvcet pasuxi umokles xanhi cinascar gmadlobt kuradgebistvi
ირაკლი კოვზანაძე
კითხვა: მაინტერესებს ძალიან ბატონო ირაკლი გავიგე ჭორის დონეზე და რამდენად მართალია არვიცი.
გიორგი ვოლსკი
კითხვა: Batono gia tu aris parlamenthi kanon proeqti 22saatis hemdeggamis saatebis gaormagebuli anazgaurebis hesaxeb
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: დავამთავრე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში, ძველი პროგრამიტ 5 წლიანი,მაგრამ სამედიცინომ 4 წელი-26 მოდული ჩამითვალა, სამაღთლიანობა მოითხოვს რომ ყველა ჩამითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგე

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით