contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

qetwvani 10 აპრილი 2017

ქალბატონო ეკა მაინტერესებს სამი შვილის დედას თუ მომეცემა მრავალშვილიანობის დახმარება იმ შემთხვევაში როდესაც მე ვარ უმუშევარი დიასახლისი და მეუღლე მუშაობს შინაგან საქმეთა სამსახურში

მოგესალმებით, თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულია პირთა(ბენეფიციართა) წრე, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ენიჭებათ ფულადი დახმარების მიღების უფლება. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის  ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი. \r\n\r\n ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში  ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო არამაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით. \r\n\r\n ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სოც. მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში წარდგენის თვის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან 2 წლის ასაკამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, სოციალური დახმარების სახით, საბანკო დაწესებულების საშუალებით.\r\n\r\n\tგარდა ამისა, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი ბავშვით), 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებულია ყოველთვიური მატერიალური დახმარება 25 ლარის ოდენობით.  (თანხა დაერიცხება მერიის მიერ შერჩეულ ბანკში უფლებამოსილი პირის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშზე).ამასთან, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქ. თბილისის 2014 ბიუჯეტით გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე - 600 ლარის ოდენობით. ყოველ შემდეგ ახალშობილზე თანხა გაიზრდება 200 ლარის ოდენობით.განცხადების საფუძველზე თანხა დაერიცხება იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ბავშვის დაბადების თვეს ფიქსირდება  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამის თვეში მოწოდებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში.თუ თქვენი ოჯახი აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, გაქვთ უფლება ისარგებლოდ ზემოაღნიშნული შეღავათებით.

question mark icon ბოლო კითხვები

ირმა ინაშვილი
კითხვა: Qalbatono tu aris parlamenthi hesuli gamis smenebis gaormageba da dgis smenis anazgaureba saathi 5lari gtxov gamoihinot gulisxmiereba da gagvcet pasuxi umokles xanhi cinascar gmadlobt kuradgebistvi
ირაკლი კოვზანაძე
კითხვა: მაინტერესებს ძალიან ბატონო ირაკლი გავიგე ჭორის დონეზე და რამდენად მართალია არვიცი.
გიორგი ვოლსკი
კითხვა: Batono gia tu aris parlamenthi kanon proeqti 22saatis hemdeggamis saatebis gaormagebuli anazgaurebis hesaxeb
ანრი ოხანაშვილი
კითხვა: დავამთავრე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში, ძველი პროგრამიტ 5 წლიანი,მაგრამ სამედიცინომ 4 წელი-26 მოდული ჩამითვალა, სამაღთლიანობა მოითხოვს რომ ყველა ჩამითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგე

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით