contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

ნათია ჭურღულია 04 დეკემბერი 2014

მოგესალმებით ,ქალაქ ფოთის კოლხა97 თანამშრომლების სახელით.ქალბატონო ეკა ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ ყველანაირად გვზღუდავენ ყველის  ვაჭრობით,გთხოვთ რაიმე ზომები მიიღოთ და საარსებო წყარო  არ შეგვიწყვიტონ,გვთხოვენ მცირე მეწარმის საბუთებს ბაზარში შიგნით დახლზე უნდა ვიქონიოთ ჟურნალები და პლასმასის ბიდონები,თქვენ მოგეხსენებათ რომ ყველს ძალიან დიდი დანაკარგი აქვს და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ყველის დანაკარგს .გთხოვთ ჩვენ საარსებო წყაროს ნუ გამოგვიგდებთ პირიდან,გთხოვთ ჩვენი გულის ტკივილი მიიტანოთ ახლოს და რეაგირება მოახდინოთ,წინასწარ გიხდით მადლობას .

მოგესალმებით,თქვენს მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, აგრარულ ბაზრობებზე რძისა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა ითვლება სამეწარმეო საქმიანობად, რომლის სტატუსის მინიჭების წესს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსი. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის  პუნქტი 1. „მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.“ ამავე კოდექსის 91-ე მუხლის მე-7 პუნქტი "მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით."

question mark icon ბოლო კითხვები

ადა მარშანია
კითხვა: 2019 წლის 14 აგვისტოს შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც განისაზღვრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკანონმ
მარიამ ჯაში
კითხვა: გამარჯობა ქ.ნ მარიამ.
სერგი კაპანაძე
კითხვა: მოგესალმებით, ბატონო სერგო, განათლების რეფორმაზე გვესაუბრებიან და მაინტერესებს ბატონო სერგო და გთხოვთ დაუსვათ კითხვა მთავრობას, რომ სამჯერ შემიწყდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი და მე
სოფიო კილაძე
კითხვა: ქალბატონო სოფიო, მინდა გკითხოთ კანონპროექტის - ბავშვთა უფლებების კოდექსის, 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ ("მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით