მიმდინარეობს საიტის განახლება.

ვის შეეხება ამნისტია?

12 იანვარი 2021

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დეკემბერში ინიცირებული კანონპროექტი 2021 წლის 11 იანვარს მესამე მოსმენით მიიღო. კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, უმცირდებათ დანიშნული სასჯელი ან ეცვლებათ უფრო მსუბუქი სასჯელით. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ამნისტიის კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა. ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე (გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა)[1].

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 121-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
  • 122-ე მუხლი - ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
  • 123-ე მუხლი - ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით;
  • 124-ე მუხლი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით;
  • 152-ე მუხლი - ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა;
  • 165-ე მუხლი - გაფიცვის უფლების ხელყოფა;
  • 168-ე მუხლი - შრომის თავისუფლების ხელყოფა;
  • 186-ე მუხლის პირველი ნაწილი - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა);
  • 197-ე მუხლის პირველი ნაწილი - ფალსიფიკაცია;
  • 1971 მუხლი - ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;
  • 203-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილები - პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;
  • 206-ე მუხლი - საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას;
  • 207-ე მუხლი - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას;
  • 214-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
  • 2201 მუხლის პირველი ნაწილი - გულგრილობა;
  • 238-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
  • 239-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხულიგნობა;
  • 243-ე მუხლის პირველი ნაწილი - სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა;
  • 261-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილები - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა);
  • 265-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება;
  • 271-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა;
  • 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;
  • 2731 მუხლის პირველი-7 ნაწილები - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება;
  • 274-ე მუხლი - იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება;
  • 281-ე მუხლის პირველი ნაწილი - ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა;
  • 2871 მუხლის პირველი ნაწილი - სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა;
  • 300-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები - უკანონო თევზჭერა;
  • 301-ე მუხლის  პირველი ნაწილი - უკანონო ნადირობა;
  • 356-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები - წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება;
  • 388-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები - სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება;
  • 389-ე მუხლის პირველი ნაწილი - დეზერტირობა;
  • 398-ე მუხლი - სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა;
  • 236-ე მუხლის პირველი ნაწილი - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა;
  • 2071 და 2072 მუხლები - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას.

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში[2], სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 120-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა);
  • 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) და მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტებით - ძალადობა;
  • 170-ე მუხლის პირველი ნაწილი - შრომის დაცვის წესის დარღვევა;
  • 219-ე მუხლის პირველი ნაწილი - მომხმარებლის მოტყუება;
  • 240-ე მუხლის  პირველი ნაწილი - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა;
  • 2401 მუხლის პირველი ნაწილი - ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;
  • 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილები - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 180-ე მუხლის პირველი ნაწილი - თაღლითობა;
  • 182-ე მუხლის პირველი ნაწილი - მითვისება ან გაფლანგვა;
  • 185-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;
  • 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 188-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია);
  • 208-ე მუხლი - კრედიტის უკანონოდ მიღება;
  • 211-ე მუხლი - ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება;

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა  სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 189-ე მუხლი - საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა;
  • 1891-ე მუხლი - სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა;
  • 213-ე მუხლი - ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა.

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 192-ე მუხლის პირველი ნაწილი - უკანონო სამეწარმეო საქმიანობა;
  • 193-ე მუხლი - ცრუ მეწარმეობა;
  • 196-ე მუხლი - სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება;
  • 199-ე მუხლი - ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა;
  • 2041-ე მუხლი - ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;
  • 277-ე მუხლის პირველი ნაწილი - სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება;
  • 278-ე მუხლის პირველი ნაწილი - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება.

დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს[3], რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 1822-ე მუხლი - სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე;
  • 212-ე მუხლი - ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება;
  • 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
  • 261-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა).

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 2001-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 200-ე მუხლი - მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
  • 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილები - გადასახადისათვის თავის არიდება;

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა);
  • 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა;
  • 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა;
  • 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - მითვისება ან გაფლანგვა;
  • 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით;
  • 205-ე მუხლი - უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას;
  • 205მუხლი - ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
  • 219 მუხლის მე-2 ნაწილი - მომხმარებლის მოტყუება.

დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 216-ე მუხლი - საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა;
  • 217-ე მუხლი - საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა;
  • 2381 მუხლის პირველი ნაწილი - ცივი იარაღის ტარება;
  • 265-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება.

დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 244-ე მუხლი - ფეთქებადი, ადვილადაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა;
  • 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა);
  • 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა).

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - მუქარა (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა);

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
  • 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - გადასახადისათვის თავის არიდება.

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 145-ე მუხლი - დანაშაულის პროვოკაცია;
  • 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 127-ე მუხლი - სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება;
  • 128-ე მუხლი - განსაცდელში მიტოვება;
  • 129-ე მუხლი - დაუხმარებლობა;
  • 130-ე მუხლი - ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)
  • 133-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილები - უკანონო აბორტი;
  • 134-ე მუხლი - ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება;
  • 135-ე მუხლი - სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა;
  • 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;
  • 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი -  წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა);
  • 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა);
  • 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა);
  • 2401 მუხლის მე-2 ნაწილი - ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა);
  • 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი - სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა);
  • 245-ე მუხლის პირველი - მე-2 ნაწილი - ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ბრალდებულ ან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ თავისუფლდება სრულად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისთვის ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და, თუკი იგი ბრალდებულია/მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის[4]:

  • XXV (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ);[5]
  • XXVI (დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ);
  • XXVII (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში);
  • XXVIII (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში);
  • XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას).

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელის მოხდის პარალელურად „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსი არ აქვს შეჩერებული) და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის[6]:

  • XXV (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ)[7];
  • XXVI (დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ);
  • XXVII (დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში);
  • XXVIII (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში);
  • XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას).

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე განთავისუფლებას ითვალისწინებს).

ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამნისტიის კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

[1] ჯარიმისგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია ნაწილობრივ, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

[2] თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

[3] 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ ის წარსულში გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

[4] სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

[5] სასჯელის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მოხდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.

[6] გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ.

[7] სასჯელის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მოხდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით