contact mp icon Question To: Eka Beselia

გიორგი ფიფია 24 July 2015

ქალბატონო ეკა დიდი მადლობა პასუხისთვის,მე მაინტერესებს კომპენსაციას მიიღებენ თუ არა 2004 წელს დაღუპული პოლიციელების ოჯახები.მაშინ ჩვენ მივიღეთ 5000 ლარი. 

Eka Beselia 27 February 2019

მოგესალმებით, თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად: ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2015 წლის 10 ივლისიდან. შესაბამისად, ამ ცვლილებით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება (100000 ლარის ოდენობით) გაიცემა მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებზე.

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.