contact mp icon Question To: Eka Beselia

მაია ჯახია 25 July 2015

ქალბატონო ეკა ვარ 2004წელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის მეუღლე,ჩვენ მაშინ მივიღეთ კომპენსაცია 5000ლარი,მაინტერესებს მივიღებთ თუ არა 100000ლარიან კომპენსაციას.დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ ზუსტი პასუხი ვერავინ გამცა იმედია თკვენ მიპასუხებთ.უღრმესი მადლობა წინასწარ. 

Eka Beselia 27 February 2019

მოგესალმებით,თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად: ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2015 წლის 10 ივლისს, შესაბამისად ამ ცვლილებით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება (100000 ლარის ოდენობით) გაიცემა მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებზე.

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.