მედიაციის შესახებ ახალი კანონის პროექტი ინიცირებულია

22 March 2019
  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მედიაციის შესახებ ახალი კანონის პროექტი. მედიაციის რეგულირების ვალდებულება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან. ინიცატივის მიზანი არის  დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების ხელშეწყობა.

კანონპროექტების მიხედვით:

  • კანონის მოქმედება გავრცელდება მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციასა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სასამართლო მედიაციაზე

  • კანონის მოქმედება არ გავრცელდება „ნოტარიატის შესახებ“  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით  შრომის კოდექსით განსაზღვრულ მედიაციაზე.

  • 2020 წლის 1 იანვრისთვის უნდა მოხდეს სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება, მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორები, რომლებიც ჩარიცხული არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში

  • მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიატორთა ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული ტრენინგის სტანდარტიც აკმაყოფილებს მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით განსაზღვრულ პირობებს   

  • მედიატორის არჩევის თაობაზე თანხმდებიან მხარეები. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში მედიატორი არჩეულ უნდა იქნეს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან.

  • კერძო მედიაციის პროცესშ მონაწილე მედიატორის ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორი ვალდებულია ყოველი წლის განმავლობაში სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული ოდენობის დავებზე სასამართლო მედიაციის პროცესი წარმართოს ანაზღაურების გარეშე (Pro Bono).

  • ეს სიახლე ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17577

2. ბიუროზე დარეგისტრირდა რომან გოცირიძის (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”) ინიციატივა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში (თანმდევ კანონში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • გათვალისწინებულია  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლა

  • მონიტორნიგის სამსახურის უფორსს ეროვნული ბანკის საბჭოსთან წარდგინებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი  

  • მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით და ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცებს  პრემიერ-მინისტრი

  • მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად დაამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო  

  • ცვლილებების ამოქმედების ვადაა ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვარი

ინიციატივა იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/17591

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ი. სესიაშვილის (უმრავლესობა) ინიციატივა  სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ და თანმდევ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტის მიხედვით:

  • თუკი წვევამდელი სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლებით და გამოთქვამს სურვილს, შსს-ში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შეღავათებით. საკონტრაქტო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი მტკიცდება შს მინისტრის  აქტით.

  • მღვდელთმსახურების და სასულიერო სასწავლებელში სწავლის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვეღარ გადაავადებენ

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებით:

  • სტუდენტს, რომელიც გამოთქვამს სურვილს, შსს-ში ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით, უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებული არაფინანსური ხასიათის შეღავათებით.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17573

3. ბიუროზე დარეგისტრირდა სერგო რატიანისა (უმცირესობა) და სერგი კაპანაძის (უმცირესობა)  მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. დადგენილების პროექტის შესაბამისად:

  • სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე.  

დადგენილების პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/17578

ანაგრიშების წარდგენა:

  • ბიუროზე დარეგისტრირდა სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ 2018 წლის წლიური ანგარიში იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/17587

  • ბიუროზე დარეგისტრირდა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, იხ.:  https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/216273?

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.