contact mp icon Question To: Irakli Mezurnishvili

ილია წერეთელი 06 June 2018

ბატონო ირაკლი,
თქვენი შეწუხება მიწევს, რადგან კასპის მუნიციპალიტეტის არც მერიის და არც საკრებულოს არცერთი ელ.ფოსტა არ მუშაობს. რამდენჯერმე მივწერე მერსაც და მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე მითითებულ სხვა საკონტაქტო პირებს, მაგრამ პასუხი არავისგან მომივიდა.
ჩემი კითხვები ძირითადად ეხებოდა ქვათახევის მონასტრამდე მისასვლელი გზის რებილიტაციის გეგმებს, რაც არაერთხელ იქნა დაპირებული, მაგრამ არ შესრულებულა. გარშემო თითქმის ყველა სხვა სოფლის გზაზე ასფალტი დაიგო. ქვათახევის გზა კი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ტურისტი გადის, საშინელ მდგომარეობაშია - ასფალტიც აღარ ეტყობა უკვე. წვიმაში კი ისეთი ტალახი დგება, რომ ჩვეულებრივი მანქანით გავლა შეუძლებელია.
იქნებ მერიას და საკრებულოს ხმა მიაწვდინოთ, რომ კეთილი ინებონ და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემაც და რაც მთავარია საქმის რეალურად გაკეთებაც.
დიდი მადლობა.

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.