contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

მაია ჯ. 10 აპრილი 2017

გამარჯობათ ქალბატონო ეკა,   ჩემი მეუღლე მუშაობდა სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის მეცხრე დაწესებულებაში ე. წ. მატროსოვის ციხეში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2013 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.ჩემ მეუღლეს ჰქონდა 20 წლის მუშაობის სტაჟი და იყო ნამდვილად გამორჩეული   თანამშრომელი თავისი პროფესიონალიზმით და ჰუმანურობით. მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი , ამჟამად ვიღებ მარჩენალ დაკარგულის  პენსიას 100 ლარის ოდენობით ბავშვზე. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში  მითხრეს  არასრულწლოვანი ბავშვებისთვის პენსიის რაოდენობა შედგენს 75 ლარს და  რა თქმა უნდა მე  ვარჩიე ისევ მარჩენალ დაკარგულის პენსიის აღება. თქვენც კარგად მოგეხსენებათ რა რთული სამუშაო აქვთ  სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს  და ვფიქრობ, რომ   სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს გარდაცვლილი თანამშრომლის არასრულწლოვან შვილებს დაენიშნოთ  შედარებით მეტი პენსია, ვიდრე  75 ლარი. ქალბატონო ეკა, უმორჩილესად  გთხოვთ   იქნებ ეს საკითხიც განიხილოთ.

მოგესალმებით, თქვენი წერილის პასუხად, რომლითაც უკმაყოფილებას გამოხატავთ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-4 მუხლის მიხედვით,სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის შვილებისთვის (18 წლის ასაკის მიღწევამდე) დანიშნული საკომპენსაციო თანხის ოდენობის სიმცირის გამო, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს საპენსიო რეფორმის კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პენსიებთან, საკომპენსაციო გასაცემელთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

question mark icon ბოლო კითხვები

რომან მუჩიაშვილი
კითხვა: ბ-ნო რომან, მაჟორიტარად არჩევის დღიდან რა წვლილი შეიტანეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში, როგორც ამ რ-ონის წარმომადგენელს ? რა ინიციატივა წამოწიეთ წინა პლანზე?
დავით ბაქრაძე
კითხვა: გამარჯობა, სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონი რომ შეიცვალოს და დაცვა მოეხსნას ოპოზიციის წევრებსაც, თქვენ ამ კანონს დაუჭერდით მხარს? თუ ინიციატორი იქნებოდით?
ნიკანორი მელია
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს არ გინდათ გაიტანოტ პარლამენტში შრომის კოდექსის შეცვლა რო ეს კოდექსი შეეხოს ყველას . სამუშაო საათების ხელფასის რეგულირება და კონტრაქტები.
ეკა ბესელია
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო ეკა.ჩემი მეუღლე სასჯელს იხდის მე-200ე მუხლის მე-3ე ნეწილით.იმედი გვქონდა რომ ეს კანონი შეიცვლებოდა, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა.ჯერ ნახევარიც არ აქვს მოხდილი.მაინტერესებს ახლო მ

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით