უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ინიციირებულია (ბიუროს 103-ე სხდომა)

14 ნოემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა  მთავრობის ინციატივა უმაღლესი განათლების შესახებ და ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • პირი უფლებამოსილი იქნება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აირჩიოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მას შემდგომში მისცემს მასწავლებლობის უფლებას

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის ფარგლებში აირჩევს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14687

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ზოგადი განათლების შესახებ კანონსა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ხდება სსიპ  – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაცია, საოპერაციო ხარჯის შემცირებისთვის და მის უფლებამონაცვლედ სამინისტროს განსაზღვრა.

ცვლილების მიღების შემთხვევაზე ზეგავლენა იქნება ბიუეჯტის ხარჯვით და საშემოსავლო ნაწილზე (საოპერაციო ხარჯი მცირდება 325 000 ლარით, რაც მიიმართება სამინისტროს პრიორიტეტულ პროგრამებზე)

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14671

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა განათლების ხარისხის განვითარების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • გათვალისწინებულია, რომ უმაღ. საგ.  დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება, თუმცა ისინი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მოიწვევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღ. საგანმ. დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია კონკრეტულად განსაზღვრული რეგულირებადი (მედიცინის) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

  • უმაღ. საგანმ. დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. ავტორიზაციის საბჭოს იმ მოწვეულ წევრს, რომელიც იქნება საჯარო მოხელე, არ მიეცემა ანაზღაურება

  • დგინდება აკრედიტაციის განსხვავებული ვადები  პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის დროს

  • პირობითი აკრედიტაციის ნაწილს და იგი აღარ იქნება შეზღუდული მხოლოდ განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევით

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14688

4. ბიუროზე დარეგისტრირდა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინციატივა, რომლის თანახმად:

  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით

  • ზუსტდება ის გარემოება, რომ შესაბამისი შერჩევისა და სათანადო მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგების მიხედვით წვევამდელები ირიცხებიან არა მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, არამედ ამავე წესით შეირჩევიან სამხედრო ვალდებულების მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხადაც

  • განისაზღვრება, რომ თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება წვევამდელის მიერ თვითნებურად ან/და მისი ბრალეულობის გამო, იგი დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, კანონმდებლობითი დადგენილი წესით

ცვლილება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება შესაბამისი წვევამდელების რაოდენობაზე

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14689

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინიციატივა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • შემოთავაზებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილება და იგი აღარ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზე და მისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. შესაბამისად, უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14686

6. ბიუროზე დარეგისტრირდა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება, რომლის წარმოდგენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კანონის ჩანაწერის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე იმ მასწავლებლებს, რომლებიც ამზადებენ აბიტურიენტებს, ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას, უწყდებათ პენსია.  

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს  სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას და იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად უნდა დაემატოს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა".

საკანონმდებლო წინადადება იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/14676

7. ბიუროზე დარეგისტრირდა თბილისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა უნდა ხორციელდებოდეს ქართულენოვანი ანოტაციით, რეალიზაციის წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით

საკანონმდებლო წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14694

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით