სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები წარედგინა პარლამენტს

23 თებერვალი 2018

ბიუროს 131-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა ე. ბესელიასა და გ. ფოფხაძის ინიციატივა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატივის მიზეზი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე  შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ (აღსრულების ვადა  2018 წლის 31 მარტამდე). ცვლილებების შესაბამისად:

  • პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც განსახილველი დავის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

  • სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადად  მიეთითა 5 დღე.

ვრცლად ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15171

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვლას საჯარო საქმიანობად (რაც თავის მხრივ არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას)  

ვრცლად იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/15151

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ალ. ქანთარიას ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმ.დაწესებულებაში წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლებელი იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის არჩევა, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს

  • განისაზღვრება  სახელოვნებო - შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობის უვადოდ დაკავების პირობები

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15156

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით