სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი ინიციატივა წარედგინა პარლამენტს

31 იანვარი 2018

ბიუროს 127-ე სხდომა

  1. დარეგისტრირდა სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ინიციატივა, რომლის შესაბამისად:

  • სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 სახედ:  აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. თავის მხრივ აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან. მოქმედი კანონით სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად: აქტიური რეზერვი; ეროვნული გვარდიის რეზერვი; ინდივიდუალური რეზერვი

  • სამობილიზაციო სამსახურში ჩაირიცხება პირი, რომელიც რეზერვშია დათხოვნილი და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში, ასევე პირი, რომელიც კანონის შესაბამისად სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლებით ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდა 27 წელი ან აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სურვილი ნებაყოფილობით ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში

  • სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხორციელდება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, რომელსაც მართავს  თავდაცვის სამინისტრო. გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვაზე პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია.

  • სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევას გამოაცხადებს პრეზიდენტი,  მთავრობა ან  თავდაცვის მინისტრი, ხოლო მათ გამოძახებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი

  • რეზერვის საკითხების დარეგულირების მიზნით იქმნება სამობილიზაციო კომისია

კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15054

2. ბიუროზე დარეგისტრირდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა,რომლის შესაბამისად:

  • სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  მიენიჭება უფლებამოსილება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გასცეს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტები.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15052

3. ბიუროზე დარეგისტრირდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებეისა შეტანის თაობაზე მთავრობის ინიციატივა, რომლის შესაბამისად:

  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად იმოქმედებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) ძალაში შესვლამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების წესები

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15053

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით