საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესი იცვლება

12 დეკემბერი 2017

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს პარლამენტში მთავრობამ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტის ავტორია საჯარო სამსახურის ბიურო. კანონპროექტის ინიცირება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არსებული ვალდებულების მიხედვით ჯერ კიდევ 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო. ამ მომენტისთვის კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.

კანონი, მიღების შემთხვევაში, უპრეცედენტო იქნება ქართული საკანონმდებლო სისტემისთვის — ეს არის პირველი მცდელობა ერთ კანონში განისაზღვროს შრომის ანაზღაურების სისტემა ქვეყნის ყველა საჯარო დაწესებულებისთვის. კანონპროექტის მთავარი მიზანია მოაწესრიგოს აქამდე ფრაგმენტულად და ხშირ შემთხვევაში ბუნდოვნად რეგულირებული შრომის ანაზღაურების საკითხები, აღკვეთოს თანამდებობის პირთა მიერ პრემიებისა და დანამატების შეუზღუდავი და უკონტროლო გაცემა.  ამ მიზნის მისაღწევად კანონპროექტით შემოთავაზებულია თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს თანამდებობრივი კოეფიციენტებისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნებების შემოღებას, აგრეთვე აწესებს სახელფასო დანამატისა და ჯილდოს ზღვრულ ოდენობებს და გაცემის საფუძვლებს.

კანონის მიზნები უდავოდ მისასალმებელია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი წესის მიხედვით კანონმა სრულიად უნდა მოიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჯარო მმართველობის თუ სამსახურის სფეროში დასაქმებულ პირები,კანონპროექტი ზოგადი წესიდან საკმაოდ ბევრ გამონაკლისსაც ითვალისწინებს.

წინამდებარე მიმოხილვაში აღვწერთ კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითად სიახლეებს და ასევე წარმოგიდგენთ იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით კანონს მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის.

შრომის ანაზღაურების შესახებ

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით